3 აპრილის "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ რეჟისორი ნიკა წიკლაური და ოპერატორი გია ვაწაძე. "ჯარა"- ასე ჰქვია 52-წუთიან დოკუმენტურ ფილმს, რომელიც სტუდია Eco Films-მა გადაიღო. ფილმი გვიყვება ტრადიციულ ქართულ მეფუტკრეობაზე, მაღალმთიანი აჭარის ბუნებაზე და იმაზე, თუ სად გადის ზღვარი ადამიანის საცხოვრებელ გარემოსა და ველურ ბუნებას შორის.
-
დათო ქორიძე
რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.