Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჯაშუში" სუნელები


SPY Recipe ოჯახური ბიზნესია, რომელიც ოთხი თვის წინ შეიქმნა და იმის გარდა, რომ ტურისტებისთვის ქართულ სამზარეულოში ერთგვარ ჯაშუშსაც წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა კერძის რეცეპტებისა და ამ კერძის მოსამზადებელი მზა სუნელებისგან შედგება, სუვენირის სახეს ატარებს. პროდუქტს ახლავს კერძის მომზადების წესი სამ ენაზე.

მაკო ქავთარაძე პროფესიით გიდია და როგორც თვითონ ამბობს SPY Recipe-ს შექმნის იდეა პროდუქტზე ტურისტების დაინტერესებიდან წამოვიდა.

ჯაშუში სუნელები
please wait

No media source currently available

0:00 0:02:36 0:00
გადმოწერა

„საქართველო ცნობილია გასტრონომიული ტურიზმით. ვინც ჩამოდიოდა და სინჯავდა კერძებს, ყველა მთხოვდა დამეწერა ამა თუ იმ კერძის რეცეპტი და შემადგენლობა. ამის შემდეგ ბაზარში გაყოლასაც მთხოვდნენ და იმ სუნელების შეძენას, რაც ამ კერძის მომზადებისთვის იყო საჭირო. იდეაც აქედან გაჩნდა, გაზაფხულიდან, როგორც წესი, იწყება ცხელი ტურისტული სეზონი, რომ წარმოვიდგინე რამდენჯერ უნდა დამეწერა სხვადასხვა კერძის რეცეპტი, გადავწყვიტე საქმე გამეადვილებინა და შემექმნა ჩემი კომპანია, რის განხორციელებაშიც ოჯახის წევრები და მეგობრები დამეხმარნენ“.

SPY Recipe-ს შექმნის პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. კერძების არჩევა და რეცეპტების ჩამოწერა, დიზაინი და სტამბის მოძებნა, პროდუქტს საბოლოო სახის მისაღებად, დაახლოებით, ნახევარი წელი დაჭირდა.

„ნაზავი ავიღეთ დედას მაგალითზე, ისე , როგორც დედა ამზადებდა კერძებს სახლისთვის, ოღონდ გავაკეთეთ ცოტა უფრო დიდი მასშტაბით, რასაც ბევრი ცდა დასჭირდა. მაგალითად, ჩაშუშული გავაკეთეთ 100-ჯერ, ნიგვზიანი ბადრიჯანი – 200-ჯერ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბიუროკრატიულად უფრო მარტივი აღმოჩნდა. ეს არის ხელნაკეთი პროდუქცია, ჩვენ კორპორაცია ან ქარხანა არ გვაქვს, რეალურად, ყველაფერი ჩემი ხელფასით გავაკეთეთ“.

პროფესიიდან გამომდინარე, მაკო საქართველოს ბევრ რეგიონშია ნამყოფი. SPY Recipe -ის პროდუქციაში გამოყენებული სუნელებიც სოფელში, ადგილობრივებთან არის მოძიებული. პროდუქციას უმეტესად ტურისტულ ადგილებში, სარეალიზაციო დახლებთან შეხვდებით. ისე კი, გარდა ტურისტული ადგილებისა, ჯაშუში სუნელების შეძენა კომპანიის fb გვერდზე და ვებსაიტზეა შესაძლებელი. SPY Recipe-ს სარეალიზაციო ფასი ხუთი ლარია.

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG