12 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მარიამ ტაბაღუა, აქტივისტი საზოგადოებრივი მოძრაობისა "ქალაქი ბავშვებს".
"ქალაქი ბავშვებს" მიზნად ისახავს ბავშვებისთვის მეგობრული გარემოს შექმნას და ამისთვის მშობლების და აქტიური მოქალაქეების მობილიზებას იმ პრობლემების გარშემო, რაც ბავშვებს ყოველდღიურად ექმნებათ თბილისში ცხოვრებისა და გადაადგილებისას. დაბინძურებული ჰაერი, მანქანებისგან ჩახერგილი ტროტუარები, არაადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საკვები დაწესებულებები, მწვანე და გასართობი ადგილების სიმწირე არის ის თემები, რის გარშემოც არის მოძრაობა კონცენტრირებული.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.