Accessibility links

ქალაქური ჩანახატები სოციალური ცვლილებებისთვის


ქალაქური ჩანახატები სოციალური ცვლილებებისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:14:18 0:00

25 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავა. ლალისა და მისი პარტნიორების ორგანიზებით არტისტების ჯგუფი პერიოდულად სხვადასხვა ქალაქს სტუმრობს ქალაქური ჩანახატების გასაკეთებლად. ჩანახატების კეთება საჯარო სივრცეებში, იგივე ურბანსკეტჩინგი, მთელ მსოფლიოში პოპულარული მიმდინარეობაა და მიზნად ისახავს საზოგადოებას სხვადასხვა ადგილების, შენობებისა და პრობლემებისთვის მიაქცევინოს ყურადღება.

ქალაქური ჩანახატების მკეთებელ ჯგუფს თავისი მანიფესტი აქვს, რაც მის საქმიანობას უფრო გასაგებს ხდის:

"ჩვენ ვხატავთ მოცემულ ადგილას, შიგნით თუ გარეთ, უშუალო დაკვირვების შედეგად;
ჩვენი ჩანახატები ჩვენი გარემოს ისტორიას ჰყვებიან, იმ ადგილებისა, სადაც
ვცხოვრობთ და ვმოგზაურობთ;
ჩვენი ჩანახატები აღბეჭდავენ ადგილსა და დროს;
ჩვენ ჩვენი გარემოს უტყუარი მოწმენი ვართ;
ჩვენ ყველა სახის მასალას ვიყენებთ;
ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით და ერთად ვხატავთ;
ჩვენ ჩვენს ჩანახატებს ონლაინ ვაქვეყნებთ;
ჩვენ ვაჩვენებთ სამყაროს ყველა იმ ჩანახატით, რომელსაც ვქმნით".

Direct link

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG