Accessibility links

ქართული ენის პერსპექტივები ციფრულ სამყაროში


3 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ენის ტექნოლოგიების სასწავლო სამეცნიერო ცენტრის დირექტორი კონსტანტინე ფხაკაძე და ამავე ცენტრის დამხმარე მკვლევარი დავით კურცხალია.

ქართული ენის ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი ახორციელებს პროექტს "ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი". რა საფრთხეების წინაშე დგას ქართული ენა ციფრულ სამყაროში, რა მიმართულებით მიდის მუშაობა ენის გასაციფრულებლად, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ესა თუ ის ენა სრულყოფილად ფუნქციონირებდეს ტექნოლოგიების ერაში, გვყავს თუ არა საქართველოში სპეციალისტები, რომლებიც ენის "დიგიტალიზაციას" შეძლებენ და არის თუ არა ჩართული სახელმწიფო მიმდინარე პროცესებში - აი, ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.

Direct link

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG