14 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო კინომცოდნე გიორგი რაზმაძე. ბერლინის კინოფესტივალზე 2017 წელს 5 ქართული ფილმის, მათ შორის ერთი ანიმაციისა და ერთი დოკუმენტური ფილმის, ჩვენება მოეწყობა. ქართულ კინოს ბერლინალეზენანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის "ჩემი ბედნიერი ოჯახი", რეზო გიგინეიშვილის "მძევლები", დიტო ცინცაძის "ბედნიერების ღმერთი", ნათია ნიკოლაიშვილის "ლილე" და რატო ონელიძის "მზის ქალაქი" წარადგენს.
რამდენად ძლიერი ნამუშევრებით წარსდგა ქართული კინო ბერლინის კინოფესტივალზე, რას აკეთებს სახელმწიფო თანამედროვე კინემატოგრაფიის განვითარებისთვის და როგორ უწევთ კინოპროდუსერებს ფილმწარმოების ორგანიზება - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.