26 სექტემბერს ლონდონში ქართული ფილმების დიდი ფესტივალი გაიხსნება. წელს უკვე მესამედ ტარდება ეს კვირეული, რომლის პროგრამაში ჩართულია როგორც ახალი ქართული ფილმები, ასევე ეროვნული კინოხელოვნების კლასიკური ნაწარმოებები. ფესტივალზე გამგზავრებამდე რეტროსპექტივის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი ნინო ანჯაფარიძე გიორგი გვახარიას ესაუბრა.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.