ნოემბერში ზუსტად ექვსი წელიწადი შესრულდა, რაც ქართული ქვედანაყოფი სამშვიდობო მისიით ავღანეთში იმყოფება. თავდაპირველად, ეს იყო ნატოს სარდლობით მიმდინარე ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ოპერაცია, რომელიც 2014 წლის დეკემბერში დასრულდა. საქართველომ, მართალია, გაანახევრა თავისი ქვედანაყოფი, მაგრამ 900-მდე ჯარისკაცით მეორე ადგილზეა ახალ, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში. ქართველ ჯარისკაცებს და მათ მეთაურებს ადგილზე საყოფაცხოვრებო საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტაში ეხმარება საქართველოს მისია, რომლის მუშაობის სპეციფიკაზე ტელეფონის საშუალებით დაწვრილებით გვესაუბრება პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე, ქართული მისიის უფროსი სამხედრო წარმომადგენელი ავღანეთში.
დაწერეთ კომენტარი