რას ელოდა და რა მიიღო უკრაინის საზოგადოებამ ხელისუფლებაში ქართველი რეფორმატორების დანიშვნით? რატომ განვითარდა ალყაშემორტყმულ ქალაქ დებალცევოში სიტუაცია უკრაინისათვის ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი სცენარით? ვინ არის უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური და რატომ საყვედურობს ის საქართველოს ხელისუფლებას მოხალისეთა დისკრედიტაციის მცდელობას. გადაცემაში „დაბრკოლების ზოლი“ კობა ლიკლიკაძის შეკითხვებს პასუხობენ უკრაინაში მოღვაწე დამოუკიდებელი ჟურნალისტი, წარსულში უკრაინაში საქართველოს საელჩოს პრესატაშე ბაჩო ქორჩილავა და „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.