Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბულობა, მოლაპარაკება, სასამართლო: კატალონიის კრიზისის სამი სავარაუდო სცენარი


დამოუკიდებლობის მომხრეთა აქცია
დამოუკიდებლობის მომხრეთა აქცია

ესპანეთის სამრეწველო ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონის, კატალონიის, ლიდერები აცხადებენ, რომ რეგიონის მოსახლეობამ მხარი რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა კვირას გამართულ

მოვლენების განვითარების სამი სცენარი კატალონიაში

კატალონიაში მოვლენების განვითარების სამი შესაძლო სცენარი:

  • გაიზრდება დაძაბულობა
  • გაიმართება მოლაპარაკებები
  • პროცესი სასამართლოში გადაინაცვლებს

რეფერენდუმზე, რომელსაც ცენტრალური მთავრობა უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ის არ წარმოადგენს მოქალაქეთა ნებას.

დათვლილია შედეგების 95 პროცენტი და, რეგიონის ხელმძღვანელობის განცხადებით, „დიახ“ შემოხაზული აქვს 90.1 პროცენტს, თუმცა რეფერენდუმზე მოქალაქეთა აქტივობამ ოდნავ გადააჭარბა 40 პროცენტს. 5.34 მილიონი ამომრჩევლიდან რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 2.26-მა მილიონმა.

სამშაბათს დაკეტილი იყო ბარსელონის მეტროს სადგურები, ქუჩები გადაკეტილი ჰქონდათ დემონსტრანტებს. დამოუკიდებლობის მომხრე ჯგუფების მხრიდან გაფიცვისკენ მოწოდების პასუხად სამუშაო ადგილები დატოვეს საჯარო მოსამსახურეებმა.

ანალიტიკოსების აზრით, კრიზისი შესაძლოა სამი სხვადასხვა ფორმით წარიმართოს:

დაძაბულობა გაიზრდება

თუ კატალონიის ლიდერი, კარლეს პუჩდემონი, უერთგულებს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადების პირობას, ეს, სავარაუდოდ, ცენტრალურ მთავრობას უბიძგებს მოქმედებაში მოიყვანოს ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლი, რომელიც კატალონიას ავტონომიის სტატუსს მოუხსნის და მას პირდაპირ მადრიდს დაუქვემდებარებს.

155-ე მუხლის ამოქმედება კატალონიაში ვადამდელ არჩევნებს გამოიწვევს.

დამოუკიდებლობის მომხრე ჯგუფებს რეგიონალურ პარლამენტში უმრავლესობა ულტრამემარცხენე ჯგუფ CUP-ის დახმარებით აქვთ. კვირის რეფერენდუმამდე ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ახალი არჩევნების შემთხვევაში ამ ჯგუფებს შესაძლოა დაეკარგათ თავიანთი ძალაუფლება.

თუმცა კვირის მოვლენების შემდეგ, როცა პოლიცია, რეფერენდუმის ჩაშლის მიზნით, ხელკეტებით და რეზინის ტყვიებით დაუპირისპირდა ძირითადად მშვიდობიან დემონსტრანტებს, დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა შესაძლოა კვლავაც შეძლონ არჩევნებში გამარჯვება.

ასეთი შედეგი ჩრდილს მიაყენებდა პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის უნარს მართოს ქვეყანა.

ამჟამად ქვეყნის პარლამენტში რახოის ოპოზიციას არა აქვს საკმარისი წარმომადგენლობა საიმისოდ, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვოს კენჭისყრით, მაგრამ მათი კატალონიის პარტიებთან ალიანსის შედეგად რახოის შესაძლოა თავად მოუწიოს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გაიმართება მოლაპარაკება

თუ კატალონიის პარლამენტი ხელს აიღებს დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე, რახოიმ შესაძლოა მოლაპარაკება გამართოს პუჩდემონთან საიმისოდ, რომ რეგიონისთვის ახალი მოდელი შემუშავდეს - მისთვის უფრო ხელსაყრელი საგადასახადო სისტემით და უფრო მეტი ფისკალური ავტონომიით.

ფინანსთა მინისტრი კრისტობალ მონტორო და ეკონომიკის მინისტრი ლუის დე გუინდოსი მიანიშნებენ, რომ ეს ვარიანტი შესაძლოა განხორციელდეს იმ პირობით, თუ კატალონია მთლიანად უარყოფს ესპანეთისგან გამოყოფის გზას.

პუჩდემონს ცალმხრივად ჯერ არ გამოუცხადებია დამოუკიდებლობა - ამის ნაცვლად, მან განსჯისთვის ითხოვა დრო, რაც მოლაპარაკების სცენარს თეორიულად შესაძლებელს ხდის.

ბარსელონა, 2017 წლის 3 ოქტომბერი: მეხანძრეების აქცია დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის დროს პოლიციის ძალადობის გასაპროტესტებლად
ბარსელონა, 2017 წლის 3 ოქტომბერი: მეხანძრეების აქცია დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის დროს პოლიციის ძალადობის გასაპროტესტებლად

თუმცა, კვირას განვითარებული ძალადობრივი სცენებისა და მას შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფონზე, კატალონიის ლიდერი შესაძლოა იძულებული გახდეს სახე შეინარჩუნოს და არ იყოს აღქმული ისე, თითქოს დათმობაზე წავიდა მადრიდთან.

პროცესი სასამართლოებში გადადის

თუ კატალონიელები დამოუკიდებლობას არ გამოაცხადებენ, მაგრამ არც მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან რახოისთან ერთად, რადგან ორი მხარის პოზიციები კომპრომისს შეუძლებელს გახდის, მადრიდმა შესაძლოა საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს გადასცეს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი

კატალონიის ლიდერების წინააღმდეგ კანონიერი და ფინანსური ნაბიჯები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს დაპირისპირებას და მეტ საპროტესტო გამოსვლებს გამოიწვევს, რაც ლიდერებს ორივე მხარეს ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააყენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG