Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია ბუნიათიშვილი: მთავარია, ადამიანს არ ჰქონდეს შიში, თავი გამოხატოს ისეთად, როგორიც არის


ხატია ბუნიათიშვილი
ხატია ბუნიათიშვილი
ხატია ბუნიათიშვილის გამორჩეული ნიჭი ადრეულ ასაკშივე შეამჩნიეს და ის სულ ექვსი წლის იყო, როცა პირველად დაუკრა ორკესტრთან ერთადო, ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც ახალგზარდა ქართველ პიანისტს ეთმობა პრესტიჟული საერთაშორისო ფესტივალის, "პრაღის გაზაფხულის" პროგრამაში. ხატია ბუნიათიშვილმა პირველად დაუკრა ამ ფესტივალზე - 28 მაისს გაიმართა მისი და ფრანგი მევიოლინე რენო კაპუსონის კონცერტი. თუმცა, როგორც პიანისტმა კონცერტის შემდეგ ჩვენთან საუბარში გაიხსენა, მას ადრეც დაუკრავს პრაღაში - პირველად ამ 10-12 წლის წინ, თავის დასთან ერთად. დღეს ხატია ბუნიათიშვილი თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო პიანისტად არის აღიარებული - ინტერნეტში, თუ ტრადიციულ მედიაში გაეცნობით უამრავ მასალას, ინფორმაციას კონკურსებზე და კონცერტებზე მისი წარმატებების
ხატია ბუნიათიშვილი ინტერვიუს ჩაწერისას
ხატია ბუნიათიშვილი ინტერვიუს ჩაწერისას
შესახებ. ხატია ბუნითიშვილთან საუბარი, რომელიც პრაღაში, ქართულ რესტორანში გაიმართა (ამით აიხსნება ხმაურიანი ფონი, რომლისთვისაც ბოდიშს გიხდით), მუსიკოსს ვკითხე, რა არის საჭირო მრავალ ნიჭიერ მუსიკოსს შორის ადგილის დასამკვირდებლად, გამორჩეულ პიანისტად აღიარების მოსაპოვებლად.

please wait

No media source currently available

0:00 0:11:45 0:00
გადმოწერა
XS
SM
MD
LG