Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1979 წლის თებერვალი: აიათოლა ხომეინი გადასახლებიდან ირანში ბრუნდება

1979 წლის 1 თებერვალს, ირანში აიათოლა რუჰოლა ხომეინის დაბრუნებამ ქვეყნის ისტორია შემოატრიალა. პარიზში 14-წლიანი გადასახლების შემდეგ, თეირანში ჩასულ ხომეინს მილიონობით მიმდევარი შეეგება.

ირანის მაშინდელმა მმართველმა, შაჰმა მოჰამად რეზა ფაჰლავმა ქვეყანა ხომეინის დაბრუნებამდე ორი კვირით ადრე დატოვა. მარტში, ხომეინი სათავეში ჩაუდგა სახელგადარქმეული ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის შემუშავებას.

ოფიციალურად, უზენას ლიდერად ის 1979 წლის ნოემბრის რეფერენდუმის შემდეგ აირჩიეს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG