Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა კობალაძე: ოპტიმიზაცია არმიის გაძლიერების აუცილებელი პროცესია


კობა კობალაძე
კობა კობალაძე

საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არმიის ოპტიმიზაციის პროცესი ცალკეულ ნაწილებსაც შეეხება და მოხდება იმ ცალკეული ქვედანაყოფების გამსხვილება, რომლებიც ან არ იყო ბოლომდე დაკომპლექტებული, ან სწორად არ იყო განსაზღვრული მათი საბრძოლო ამოცანა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ამ მიზეზით მოხდა შეიარაღებული ძალების პირველი და მეხუთე ბრიგადების შერწყმა, რასაც ადასტურებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გენერალი კობა კობალაძე, რომელიც აცხადებს, რომ საკადრო ოპტიმიზაცია და რეორგანიზაცია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება, ოპონენტები კი უსაგნო აჟიოტაჟს ტეხავენ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG