30 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ქეთევან ვასაძე, "კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული ცენტრის" დამფუძნებელი. ცენტრმა 2016 წლის თებერვალ-ივლისის თვეებში ჩაატარა კვლევა სკოლებში, რომლის მიზანი იყო სასკოლო სივრცეში კონფლიქტების წარმოშობის, ტიპებისა და მოგვარების გზების გამოკვეთა. კვლევამ დაფარა თბილისსა და რუსთავში არსებული საჯარო სკოლები, მასში ჩართულები იყვნენ მასწავლებლები. გამოკითხულთა პასუხებიდან ირკვევა, რომ სასკოლო კონფლიქტების დიაპაზონი საკმაოდ ვრცელია და ამ სივრცეში ვხვდებით ძალადობის თითქმის ყველა ტიპს, იქნება ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა თუ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.
რა იციან სკოლაში მომუშავე პირებმა კონფლიქტების პრევენციის, წარმოშობის მიზეზებისა და მათი მოგვარების გზების შესახებ, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ ბავშვები საგანმანათლებლო დაწესებულებებში თავს და როგორ აყენებს ზიანს მოსწავლის ინტერესებს სკოლებში კონფლიქტური მდგომარეობა - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.