Accessibility links

„არჩევნები“ და „რეფერენდუმი“ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში


„არჩევნები“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 აპრილს ჩატარებული, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პირველსავე ტურში გაიმარჯვა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიის „ედინაია ოსეტია“-ს კანდიდატმა, ანატოლი ბიბილოვმა.

დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბელა პლიევას ინფორმაციით, წინასწარი შედეგებით, ანატოლი ბიბილოვს მხარი დაუჭირა არჩევნებში მონაწილეთა 57,98%-მა. არჩევნებში კენჭს იყრიდა კიდევ ორი კანდიდატი, დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვი და უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი, ალან გაგლოევი.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბელა პლიევას განცხადებით, წინასწარი შედეგების თანახმად, ლეონიდ თიბილოვმა მიიღო ხმების 30% და ალან გაგლოევმა 11,1%. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 აპრილს ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმიც სამხრეთ ოსეთის და ალანიის ტოლმნიშვნელოვან სახელებად გამოცხადების საკითხზე. ბელა პლიევას წინასწარი ინფორმაციით, სახელის შეცვლას მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა 78,2%-მა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG