Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: პოპულიზმი არასწორი გზაა კორუფციასთან საბრძოლველად


კორუფციის საკითხებზე მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, შეფასებით, კორუფცია და სოციალური უთანასწორობა ერთად უწყობენ ხელს მმართველი პოლიტიკური კლასით მოსახლეობის იმედგაცრუების ზრდას. ამ შეფასებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გამოთქვამს დღეს კორუფციის აღქმის 2016 წლის ინდექსის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის მიერ 176 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ჩატარებული კვლევის შედეგებით, ქვეყნების 69%-ში კორუფციის აღქმა ძალიან მაღალია. მეტმა ქვეყანამ განიცადა კორუფციის მხრივ გაუარესება, ვიდრე გაუმჯობესება, რის გამოც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აუცილებლად მიიჩნევს კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურებას. ის აღნიშნავს, რომ სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავენ „პოპულისტი ლიდერები, რომლებიც მათ ჰპირდებიან კორუფციისა და პრივილეგიებისათვის ბოლოს მოღებას“, მაგრამ პოპულიზმი, ორგანიზაციის შეფასებით, არასწორი გზაა კორუფციის დასამარცხებლად. ის აღნიშნავს, რომ უნგრეთსა და თურქეთში, სადაც ავტოკრატი ლიდერების მმართველობა ძლიერდება, ბოლო წლებში სულ უფრო უარესდება ვითარება კორუფციის აღქმის მხრივ. საქართველო 176-დან 44-ე ადგილზეა კორუფციის აღქმის 2016 წლის ინდექსით. 2015 წელთან შედარებით, ქვეყანამ პოზიცია 5 ქულით გაიუმჯობესა და ახლა 57 ქულა აქვს.

გამოკითხვა კორუფციის აღქმის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:00 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG