ბოლო დროის ქართული კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენაა გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში ელენე ბაქრაძის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელიც ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. გამოფენის ავტორები შეგვახსენებენ ელენე დარიანის ფსევდონიმით დაწერილ ლექსებს, რომლებიც მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურით დაინტერესებული ადამიანებისთვის კარგადაა ცნობილი, და გვაცნობენ ჰიპოთეზას, რომლის თანახმადაც, პაოლო იაშვილის მუზა ელენე დარიანი არის ელენე ბაქრაძე, ხოლო ამ ლექსების - ეგრეთ წოდებული “დარიანული ციკლის” - ავტორი არა პაოლო იაშვილი, არამედ ელენე დარიანია. მე გავესაუბრე გამოფენის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ზურაბ ალხანიშვილს, და ვკითხე, როდის დაინტერესდა იგი, პროფესიით სტომატოლოგი, ელენე დარიანის პიროვნებით.
Embed
share
Embed
share
The code has been copied to your clipboard.
The URL has been copied to your clipboard
No media source currently available
გადმოწერა