18 სექტემბრიდან თბილისელი ხელოვნების მოყვარულები თეატრით იცხოვრებენ - საქართველოში იხსნება თეატრის მორიგი საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ტრადიციულად, ფესტივალი საერთაშორისო და ქართული პროგრამებისგან შედგება. ფესტივალის სტუმრებისა და წარმოდგენების შესახებ გიორგი გვახარიას თბილისის თეატრალური ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი უამბობს.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.