4 დეკემბერს თბილისში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოეწყო პრეზენტაცია ანატოლი სობჩაკის წიგნისა “თბილისის ჟამტეხილი, ანუ 1989 წლის სისხლიანი კვირა”. სობჩაკის წიგნი, რომელიც პირველად 1993 წელს გამოიცა, მისმა მეუღლემ, ლიუდმილა ნარუსოვამ წარმოადგინა. ამჯერად ქართულ და რუსულ ენებზე.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.