გასულ კვირას თბილისში ლანა ღოღობერიძის ვარსკვლავი გაიხსნა. კინემატოგრაფისტებმა ვარსკვლავის გახსნა ქართველი რეჟისორის დაბადების 85 წლის იუბილეს დაამთხვიეს. თუმცა არა მარტო კინემატოგრაფისტებმა… ლანა ღოღობერიძე საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც მთარგმნელი, მწერალი, მხატვარი, პოლიტიკოსი... ამიტომაც ვარსკვლავის გახსნას უამრავი ხალხი დაესწრო.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.