17 მარტს “თავისუფლების დილის” სტუმარი იყო ჟურნალისტი ლაშა ქავთარაძე. მან ილაპარაკა ქართულ საპროტესტო აქციებსა და კამპანიებზე, დასამახსოვრებელ სლოგანებსა და მოთხოვნებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს გვსმენია ხოლმე აქტივისტებისგან.
როგორი უნდა იყოს საპროტესტო ტალღა, რომ მან საზოგადოება ააღელვოს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიიტანოს მთავარი სათქმელი, რა შემთხვევაში ხდება ლოზუნგი დაუვიწყარი, როგორ შეიძლება ერთი კონკრეტული აქცია გადაიზარდოს გრძელვადიან კამპანიაში და როდის შეიძლება ვთქვათ, რომ პროტესტმა შედეგი გამოიღო - სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობდით სტუმართან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.