1-31 ივლისს ჩეხეთში, სლოვაკეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ერთდროულად ტარდება ცენტრალური ევროპის უდიდესი ლიტერატურული ფესტივალი „ავტორთა კითხვის თვე“, რომელზეც წელს საქართველო არის წარმოდგენილი სტუმარ ქვეყნად. ფესტივალზე მიწვეულია 31 ქართველი პოეტი და მწერალი. ისინი ერთი თვის განმავლობაში საჯაროდ კითხულობენ თავიანთ ტექსტებს. ამ 31 ავტორიდან ყოველ მათგანს თითო დღე დაეთმობა ფესტივალის ხუთივე მასპინძელ ქალაქში: ბრნოში, ოსტრავაში, კოშიცეში, ვროცლავსა და ლვოვში. რადიო თავისუფლება ლიტერატურული ფესტივალის პარტნიორი მედიასაშუალებაა.
ჩვენ ვთხოვეთ ფესტივალის მონაწილეებს, ხმამაღლა ეფიქრათ ჩვენ მიერ შეთავაზებულ ზოგადსა და კონკრეტულ თემებზე. მოუსმინეთ ლელა სამნიაშვილს.
Embed
share
Embed
share
The code has been copied to your clipboard.
The URL has been copied to your clipboard
No media source currently available
გადმოწერა