9 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო დიზაინერი ლიკა გოგლიძე, რომლის ახალი ბრენდის, "LIYA"-ს პრეზენტაცია 4 მაისს გაიმართა "Mercedes-Benz Fashion Week TBILISI"-ს ფარგლებში. "LIYA" ქალებისთვის შექმნილი ბრენდია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ლიკა ამ ხაზის შექმნამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ქმნიდა სამოსს "INKYGOLD"-ის სახელით.
როგორ ვითარდება საქართველოში მოდის ინდუსტრია, რამდენად არის დაინტერესება ქართველი დიზაინერების პროდუქციის მიმართ და ვინ ქმნის თანამედროვე ქართულ მოდას - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.