Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცევს თუ არა ლიტერატურული კონკურსი „მწიგნობარი“ რაჭას წიგნების მოყვარულთა თავშეყრის ადგილად?


გურამ გორდეზიანი
გურამ გორდეზიანი

ცნობილი ქართველი მთარგმნელის, მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „მწიგნობარი“ მკითხველების კონკურსია – ის წელს საუკეთესო მკითხველის გამოსავლენად იმართება რაჭაში, კერძოდ კი, ამბროლაურის რაიონში. მასში მონაწილეობის მისაღებად 300-მდე მოსწავლე დარეგისტრირდა. კონკურსში მონაწილეობა 11-15 წლამდე და 15-21 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს შეუძლიათ.

ფინალი ოქტომბერში, ამბროლაურში გაიმართება და გამარჯვებულებიც მაშინ გამოვლინდებიან. თუმცა „მწიგნობარის“ მოსამზადებელი სამუშაოები, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, უკვე თვეებია მიმდინარეობს. ფინალამდე რამდენიმე თვით ადრე შეირჩა ის ავტორები და ნაწარმოებები, რომელთა შესახებ კითხვებიც საკონკურსო ტესტებში შევა. შემოდგომაზე კი კონკურსის ყველა მონაწილე, ორგანიზატორები და მოწვეული სტუმრები ამბროლაურში მოიყრიან თავს. როგორც „მწიგნობარის“ დამფუძნებელმა, პოეტმა გურამ გორდეზიანმა უთხრა რადიო „თავისუფლებას“, მას დიდი სურვილი და გეგმები აქვს – სურს ეს კონკურსი უფრო მასშტაბური გახდეს, მასში მთელი საქართველოს რაიონების ახალგაზრდებიც ჩაერთონ. თუმცა მთავარი იდეა მაინც ის არის, რომ კონკურსის ფინალი რაჭაში უნდა გაიმართოს – ამით, იმედს გამოთქვამს გურამ გორდეზიანი, ერთი მხრივ, მოსახლეობისგან დაცლის პირას მყოფი რაჭა დროებით მაინც გამოცოცხლდება და, მეორე მხრივ, კონკურსის მონაწილეებს მეტი მოტივაცია და ინტერესი ექნებათ, მიაკითხონ ადგილობრივ ბიბლიოთეკებს, გაეცნონ კლასიკოს თუ თანამედროვე მწერლებს და შემდეგ საკუთარი ცოდნა გამოსცადონ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG