Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაცემა „წახნაგები“ ახალი რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პოპულარულ პერსონაჟზე, დონ ჟუანზე. როგორც ცნობილია, დონ ჟუანი — დონ ხუან ტენორიო ისტორიული პირია. იგი იყო მეთოთხმეტე საუკუნის სევილიელი აზნაური, რომელიც თავისი მექალთანეობითა და დუელიანტობით იყო სახელგანთქმული. ბევრი მისი დანაშაული დაუსჯელი რჩებოდა კასტილიის მეფის, პედრო პირველი სასტიკის მფარველობის გამო. როგორ იქცა დონ ხუანი ესპანური სცენის გმირად ტირსო დე მოლინას შემოქმედებაში, როგორ შეიძინა მან დონ ჟუანის სახელი და ფრანგი არისტოკრატის დახვეწილი მანერები მოლიერის შემოქმედებაში, რა უდევს საფუძვლად ქვის კომანდორის მითოსს, როგორი იყო ბაირონის დონ ჟუანი და როგორია გეომეტრიაზე შეყვარებული გმირი — ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG