Accessibility links

ჰაინრიხ ბიოლი - ღირებულებათა მწერალი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“ გთავაზობთ საუბარს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 1972 წლის ლაურეატზე, „გერმანიის სინდისად“ შერაცხილ ჰაინრიხ ბიოლზე, რომლის პიროვნება და შემოქმედება აღბეჭდილია უდიდესი ნიჭისა და არანაკლები პატიოსნების უაღრესად იშვიათი შეხამებით. ზოგიერთი მწერალი ახალ წიგნებს ისე ქმნის, თითქოს ერთი დიდი წიგნის თავს წერდესო; ამ მხრივ ჰაინრიხ ბიოლი დიდი გამონაკლისია - მსოფლიო ლიტერატურაში იშვიათად მოიძებნება ხელოვანი, რომელსაც ასე განსხვავებული შედევრების შექმნა შეეძლოს. რა გზა გაიარა ინგლისელი კათოლიკეების შთამომავალმა, ჰიტლერიუგენდზე უარის მთქმელმა, ვერმახტის ოთხგზის დაჭრილმა ჯარისკაცმა ცხოვრებასა და ლიტერატურაში - ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG