Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაცემა „ლიტერატურული წახნაგები“ რუბრიკით habent sua fata libelli (წიგნებს თავისი ბედი აქვთ) გთავაზობთ საუბარს ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემაზე, რომელსაც ეწოდება „ბედი ქართლისა“. ქართულ ლიტერატურაში იშვიათია ნაწარმოები, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას ეძღვნებოდეს, როგორსაც ბარათაშვილის ეს ერთადერთი პოემა ეძღვნება - საქართველოს ბედი, მისი ისტორიული არჩევანი და ამ არჩევნის ავ-კარგი არის განხილული ახალგაზრდა პოეტის მიერ ისეთი გენიალური წიაღსვლებითა და დებატებით, რომლის მსგავსი არ იცის ქართულმა ლიტერატურამ. მეფე ერეკლესა და მის არგუმენტებს უპირისპირდება მისივე მსაჯულის, სოლომონ ლიონიძის არგუმენტები. კაცმა რომ თქვას, მეფეს ბევრი არგუმენტი აქვს - კეთილდღეობა, მშვიდობა და ა.შ. ლიონიძეს კი მხოლოდ ერთი, მაგრამ ფუნდამენტური - თავისუფლება…

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG