თბილისში, #2 საარჩევნო უბანზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აქტიურად მოდიან ხმის მისაცემად. ვითარება მშვიდია. დღის 10:39-სთვის დაფიქსირებული იყო დაახლოებით 160 ამომრჩეველი. ხალხის რაოდენობა იზრდება. - გვატყობინებს ლიანა მარქარიანი.
საარჩევნო უბნების გახსნიდან 3 საათის შემდეგ, დღის 11 საათისთვის, წყალტუბოს მასშტაბით, დაახლოებით 4 560-ზე მეტი ამომრჩეველია მისული ხმის მისაცემად. - გვატყობინებს ანა ჯიქია.
თბილისის თემქის დასახლების #19 ოლქის #69 უბნის ეზოში, დილის საათებში, ახალგაზრდა მამაკაცმა უბანზე ხმის მისაცემად მისულ ადამიანებს, სავარაუდოდ, თავის ნაცნობებს, ხმამაღლა მოუწოდებდა - "ხომ იცით 41-ს უნდა მისცეთ ხმაო". მცირე კამათი იყო დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს შორისაც უშუალოდ საარჩევნო უბანზე. - გვატყობინებს ნინო ტლაშაძე.