ქუთაისში 117-ე უბანზე გადასატანი ყუთის ხმები გაბათილდა. როგორც სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის, "თაობათა დიალოგის" გენერალური მდივანი გვანცა თოთაძე ამბობს, 14 ამომრჩეველიდან ორი არ დახვდათ სახლში."2 სახლში რომ არ დახვდათ, კონვერტები დაბრუნდა უკან და გაუქმდა. რაც შეეხება დანარჩენ ხმებს, ხელმოწერები არ იყო კომისიის წევრების. სამაგიდო სიებში კომისიის წევრების მხრიდან არ იყო ხელმოწერები დაფიქსირებული. 12-ვე ამომრჩეველთან არსად სამაგიდო სიებში ხელმოწერები არ იყო დაფიქსირებული", - განაცხადა გვანცა თოთაძემ. მისი თქმით, საარჩევნო პროცესი იქ, სადაც მისი ორგანიზაციის წევრები არიან დამკვირვებლად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
იტყობინება ანა ჯიქია
ჩვენი კორესპონდენტის ნინო ხარაძის პირდაპირი ვიდეორეპორტაჟი