Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები – 2016

  • „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „დროებით მიდის“ პოლიტიკიდან.
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად მეორე ტურია მოსალოდნელი 73-დან 50 ოლქში.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ (საარჩევნო უბნების 99,92 %-ის შედეგებზე დაყრდნობით) გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ - ხმების 48.6%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 27.14% მოიპოვა. საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“, რომელიც ამ ეტაპზე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს ითვლის.
  • 8 ოქტომბრის არჩევნებს კონკურენტუნარიანად და ამომრჩეველთა ნების გამომხატველად მიიჩნევს საერთაშორისო სამეთვალყურეო მისია, რომლის შემადგენლობაშიც ვხვდებით როგორც ეუთოს ოდირის (OSCE/ODIHR), ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP) წარმომადგენლებს. მისია არჩევნებზე 39 ქვეყნის 420 მეთვალყურით იყო წარმოდგენილი.

ხმის დათვლის პროცესი თელავში

არასამთავრობო სექტორის დაკვირვებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინ ნაკლებად ისმოდა ბრალდებები არჩევნების შედეგების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით. მაგალითად, გაყალბების მოლოდინი არ ჰქონდა მთავარ ოპოზიციურ პარტიად მიჩნეულ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამის შესახებ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ძალის არაერთმა ლიდერმა განაცხადა. პროცესის სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების პირობას დებდა ცენტრალური საარჩევნო კომისია. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ გაყალბების მცდელობისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ ასეთი მცდელობა აზრს მოკლებულია, რადგანაც საარჩევნო პროცესს მრავალი თვალი აკვირდება და დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს განზრახ თუ შემთხვევით დაშვებული შეცდომის აღმოჩენა.

იხილეთ სრულად

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ახმედ იმამგულიევის მხარდამჭერები მისი ხმების დასაცავად საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე შეგროვდნენ. სიტუაცია კვლავაც დაძაბულია. ახმედის მხარდამჭერები და პოლიცია სიტუაციის განეიტრალებას ცდილობენ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG