ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადება
მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთი დაზიანებული ან დაკარგული არ არის. ამის შესახებ განცხადება ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიუხედავად მარნეულის 48-ე უბანთან მომხდარი ინცინდენტისა, საარჩევნო ყუთი არ დაზიანებულა და არც არავის გაუტაცია. თამარ ჟვანიამ მოუწოდა უბანთან მყოფი სხვადსხვა პარტიების წარმომადგენლებს, საუბნო საარჩევნო კომისიას მუშაობის გაგრძელების, ამომრჩევლებს კი ხმის მიცემის საშუალება მისცენ.უცვლელად გთავაზობთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას:„მინდა განცხადება გავაკეთო კონკრეტულად იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც ხდება მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანთან. იხილეთ სრულად
„რუსთავი 2“-ის დაკვეთით კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 39,9%-მა, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 32,74%-მა და „პატრიოტთა ალიანსს“ 5,76%-მა. ამავე გამოკითხვით, სხვა პარტიებმა და ბლოკებმა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს. განსხვავებული შედეგი აჩვენა ტელეკომპანიების, „იმედის,“ „მაესტროს,“ GDS-ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით, კოპანია TNS-ის მიერ ჩატარებულმა ეგზიტპოლმა. ამ გამოკითხვის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა 53,8%-მა, „ნაციონალურ მოძრაობას“ 19,5%-მა და „პატრიოტთა ალიანსს“ - 5%-მა. ამ გამოკითხვით, სხვა სუბიექტებმა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს. „ჩვენ ველოდებით ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებს, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია“ - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
"მარნეულის მაცხოვრებლების ინფორმაციით, სოფელ ყიზილაჯლოში ხმაური და არეულობა სვანებსა და აზერბაიჯანელებს შორის არსებული დაპირისპირების შედეგია. მარნეულში, სადაც საკმაოდ ბევრი აზერბაიჯანული ეროვნების საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, არჩევნებში ტრადიციულად მათი წარმომადგენელი იმარჯვებდა ხოლმე. ამიტომ ცდილობენ აჰმედ იმამ ყულიევის ხმების დაცვას, რომლის ოპონენტიც "ქართული ოცნებიდან" არის თამაზ ნავერიანი", გვატყობინებს აიდა ტაგიევა - ალტერნატიული განათლების ცენტრის, "რენესანსის" წარმომადგენელი, ბლოგერი