Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები – 2016

  • „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „დროებით მიდის“ პოლიტიკიდან.
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად მეორე ტურია მოსალოდნელი 73-დან 50 ოლქში.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ (საარჩევნო უბნების 99,92 %-ის შედეგებზე დაყრდნობით) გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ - ხმების 48.6%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 27.14% მოიპოვა. საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“, რომელიც ამ ეტაპზე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს ითვლის.
  • 8 ოქტომბრის არჩევნებს კონკურენტუნარიანად და ამომრჩეველთა ნების გამომხატველად მიიჩნევს საერთაშორისო სამეთვალყურეო მისია, რომლის შემადგენლობაშიც ვხვდებით როგორც ეუთოს ოდირის (OSCE/ODIHR), ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP) წარმომადგენლებს. მისია არჩევნებზე 39 ქვეყნის 420 მეთვალყურით იყო წარმოდგენილი.

აყალბებენ თუ არა არჩევნებს საქართველოში?

მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ გაყალბების მცდელობისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ ასეთი მცდელობა აზრს მოკლებულია, რადგანაც საარჩევნო პროცესს მრავალი თვალი აკვირდება და დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს განზრახ თუ შემთხვევით დაშვებული შეცდომის აღმოჩენა.

იხილეთ სრულად

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პარლამენტის არჩევნების შეფასება

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" კენჭისყრის დღის შეფასება

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) შემაჯამებელი განცხადება:

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG