საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში, საბურთალოს #4 ოლქის, #24 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მხარი უკეთეს მომავალს და ქვეყნის სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას დაუჭირა.
თბილისის თემქის დასახლების #19 ოლქის #69 უბნის ეზოში, დილის საათებში, ახალგაზრდა მამაკაცმა უბანზე ხმის მისაცემად მისულ ადამიანებს, სავარაუდოდ, თავის ნაცნობებს, ხმამაღლა მოუწოდებდა - "ხომ იცით 41-ს უნდა მისცეთ ხმაო". მცირე კამათი იყო დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს შორისაც უშუალოდ საარჩევნო უბანზე. - გვატყობინებს ნინო ტლაშაძე.
საარჩევნო უბნების გახსნიდან 3 საათის შემდეგ, დღის 11 საათისთვის, წყალტუბოს მასშტაბით, დაახლოებით 4 560-ზე მეტი ამომრჩეველია მისული ხმის მისაცემად. - გვატყობინებს ანა ჯიქია.