თბილისში, #2 საარჩევნო უბანზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აქტიურად მოდიან ხმის მისაცემად. ვითარება მშვიდია. დღის 10:39-სთვის დაფიქსირებული იყო დაახლოებით 160 ამომრჩეველი. ხალხის რაოდენობა იზრდება. - გვატყობინებს ლიანა მარქარიანი.
გადასატანი ყუთი წაიღეს #19 უბნიდან. - გვატყობინებს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ეკა ქევანიშვილი.
"სამართლიანი არჩევნების" (ISFED) პირველი განცხადება:
ხმის მიცემის პროცესი ლაგოდეხის ოცდაჩვიდმეტივე საარჩევნო უბანზე დილის 8:00 საათზე დაიწყო. მოქალაქეებს საკუთარი პოლიტიკური არჩევნის დაფიქსირება მშვიდ გარემოში შეუძლიათ. ლაგოდეხის № 01 საარჩევნო უბანზე თავისი არჩევანი პირველმა მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ დააფიქსირა. მისი თქმით, მან ხმა ქვეყნის კეთილდღეობას და განვითარებას მისცა. ლაგოდეხ-ყვარლის საარჩევნო ოლქში 12 მაჟორიტარი კანდიდატი და 29 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული. - გვატყობინებს დათო ჭაბაშვილი.