Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები – 2016

  • „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „დროებით მიდის“ პოლიტიკიდან.
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად მეორე ტურია მოსალოდნელი 73-დან 50 ოლქში.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ (საარჩევნო უბნების 99,92 %-ის შედეგებზე დაყრდნობით) გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ - ხმების 48.6%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 27.14% მოიპოვა. საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“, რომელიც ამ ეტაპზე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს ითვლის.
  • 8 ოქტომბრის არჩევნებს კონკურენტუნარიანად და ამომრჩეველთა ნების გამომხატველად მიიჩნევს საერთაშორისო სამეთვალყურეო მისია, რომლის შემადგენლობაშიც ვხვდებით როგორც ეუთოს ოდირის (OSCE/ODIHR), ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP) წარმომადგენლებს. მისია არჩევნებზე 39 ქვეყნის 420 მეთვალყურით იყო წარმოდგენილი.

სამართლიანი არჩევნები (ISFED): საარჩევნო უბნების 4,2% არ იყო მზად კენჭისყრის დასაწყებად 8:00 საათისთვის

არჩევნები „სპეცუბნების“ მინიმალური რაოდენობით

ეგრეთ წოდებული „სპეცუბნები“, რომლებსაც საარჩევნო კოდექსის ენაზე „გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები“ ჰქვია, ყოველთვის იყო საარჩევნო სუბიექტებს შორის დავის მიზეზი და არჩევნების შედეგების ფალსიფიცირების საშუალება. გადამწყვეტი აღმოჩნდა 2015 წლის საგარეჯოს შუალედური არჩევნები, რომლის დროსაც გამოითქვა ეჭვი სამხედრო ნაწილებში შექმნილ საარჩევნო უბნებზე მასშტაბური გაყალბების თაობაზე. მუხროვანის სამხედრო ნაწილში მოწყობილ საარჩევნო უბანზე მომხდარი დარღვევების გამო „პატრიოტთა ალიანსმა“ სასამართლოშიც კი იჩივლა. სწორედ ამ ხმაურიანი შუალედური არჩევნების შემდეგ საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელთა თანახმად, მკვეთრად შემცირდა ე. წ. „სპეცუბნების“ რიცხვი. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნების“ რაოდენობა 11-ს არ აღემატება.

იხილეთ სრულად

#107 საარჩევნო უბანი მოსკოვის გამზირზე 7 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რამაც ამომრჩევლების რიგი გამოიწვია. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც კომისიის თავმჯდომარე, ასევე მოადგილე რამდენჯერმე გავიდნენ უბნის გარეთ. დარღვევების შესახებ დაიწერა საჩივრები. 12:22 საათისთვის ოთხი რეგისტრატორიდან დარჩენილია სამი, რადგან ერთ-ერთს ბეჭედი გაუფუჭდა. 1250 ამომრჩევლიდან დღის 12 საათამდე ხმის მისაცემად უბანზე მოვიდა 298. შეინიშნება როგორც მოხუცების აქტიურობა, ასევე ახალგაზრდების დიდი ნაკადი. - გვატყობინებს ნატალი თარაშვილი.

ამომრჩევლების დიდი აქტივობაა ბათუმში, #103 საარჩევნო უბანზე, პრობლემაა რიგის მართვა. - გვატყობინებენ ბათუმიდან.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG