თბილისის #29 საარჩევნო უბანზე არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 99 წლის მამაკაცი გამოცხადდა. - გვატყობინებს ანა ტურავა.
ოზურგეთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი დავით მჟავანაძე აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე თავმჯდომარეობის მხრიდან მათი პარტიის წარმომადგენლებზე ზეწოლა ხორციელდება და მედიის წარმომადგენლებს უბნებზე გადაადგილებას უზღუდავენ. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თენიაშვილის განცხადებით, აღნიშნული ბრალდებები უსაფუძვლოა და არც ერთ უბანში მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. - გვატყობინებს თეა აბსარიძე.
ლაგოდეხის რაიონში #15 საარჩევნო ოლქის #26 უბანზე 38 ბიულეტენში საერთოდ არ წერია "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი კანდიდატი, ვახტანგ მჭედლიძე და მის ნაცვლად, 27 ნომრის (ეს არის თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო ნომერი) გასწვრივ სიაში ეწერა მალხაზ დავითაშვილი. - გვატყობინებენ ლაგოდეხიდან.
ნინო ხითარიშვილი არჩევნების დღის პროცედურებზე
8 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ხითარიშვილი, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) პროექტის ოფიცერი. მან ილაპარაკა არჩევნების დღის პროცედურებზე, აგრეთვე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მუშაობის სისტემაზე.