ქუთაისში, #20 საარჩევნო უბანზე, "ქართული ოცნების" მომხრეები არიან მობილიზებულნი. "მაგათ ვინ გაუმკლავდება, იმდენი არიან. შესაძლოა ზეწოლასაც კი ახდენენ," – განაცხადა #20 უბნის ერთ-ერთმა კოორდინატორმა. ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი იურისტმა, ნათია კაპანაძემ გააკეთა. "კანონი არ კრძალავს საარჩევნო უბნის გარეთ მომხრეების, თუნდაც ზედმეტი რაოდენობით, მობილიზებას. მაგრამ თუკი დაფიქსირდა ირიბი ზეწოლა, ეს უკვე კონკრეტულ ფაქტსა და შემთხვევაზეა დამოკიდებული", – აღნიშნა კაპანაძემ. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიაში, საჩივარი არ შესულა. - გვატყობინებს მაკო კუხიანიძე.
ISFED-ის მონაცემებით, 12:00-ზე ამომრჩევლის აქტივობა 19.7%-ია.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა იყო 25.5 %-ს
ხმის მიცემა დილის 8 საათზე დაიწყო პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაში გახსნილ 52-ე საარჩევნო უბანზე, სადაც დარეგისტრირებულია 250 ამომრჩეველი. საარჩევნო უბნის კომისიის ხელმძღვანელის ქეთევან ლომსაძის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 12 საათისათვის ხმა მისცა 31-მა ამომრჩეველმა. არჩევნები მშვიდად და ორგანიზებულად მიმდინარეობს.