დილის 8 საათიდან მიმდინარეობს არჩევნები გერმანიაში, ბერლინში #23 საარჩევნო უბანზე. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ია მაისურაძის თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით დაბალია ამომრჩეველთა აქტიურობა. სულ რეგისტრირებული 1397 ამომრჩევლიდან 12 საათის მონაცემებით ჯერ მხოლოდ 22-მა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. - გვატყობინებს ანა ტურავა.
გადასატანი ყუთი სახლში ამომრჩევლებთან
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზის ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გადასატანი ყუთით სარგებლობის უფლება საკმაოდ ბევრმა ამომრჩეველმა ითხოვა. ვაკის რაიონის მეორე საარჩევნო უბნიდან გადასატანი ყუთი დილის 9 საათიდან გავიდა 16 მისამართზე. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, გადასატანი ყუთი საარჩევნო უბნიდან სწორედ დილის 9 საათზე გადის და 19 საათზე ასრულებს ამომრჩეველთა ხმების შეგროვებას.
ტალინის მე-19 საარჩევნო უბანზე 12 საათისათვის არჩევანი გაკეთებული ჰქონდა 20 ამომრჩეველს. საარჩევნო კომისიის თავმჯომარის, ნატალია წერეთლის თქმით, სულ ესტონეთის საკონსულოში რეგისტრირებულია ხმის მიცემის უფლების მქონე 147 ამომრჩეველი.