მთავარი საარჩევნო სურვილი საკუთარ სახლში დაბრუნებაა. გურამ ოთინაშვილი სოფელ ქემერტიდან იძულებით გადაადგილებული პირია. იგი ამჟამად გორთან ახლოს, ვერხვების დევნილთა დასახლებაში, ცხოვრობს. ფიქრობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დევნილთა მდგომარეობა გაუმჯობესდება და ახალი მთავრობა მათ მიმართ მეტ ყურადღებას გამოიჩენს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი მთავარი მისია იყო ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მაქსიმალური ხელშეწყობა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, წელს ათჯერაა გაზრდილი ადაპტირებული საარჩევნო უბნების რაოდენობა. გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა არჩევნებში უსინათლოთა და მცირემხედველთა მონაწილეობის წესის შესახებ. რა გაკეთდა იმისათვის, რომ შშმ ამომრჩეველმა ინფორმირებული და სრულფასოვანი არჩევანი გააკეთოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
არჩევნები ლონდონში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის ბრიფინგი