ნაციონალური მოძრაობის წევრები საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლის პირველ შედეგებს ოპტიმისტურად უყურებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ იმ ადამიანების ხმებს, რომლებმაც გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, საბოლოო შედეგებში სწორედ ისინი მიიღებენ.
8 ოქტომბერს ჩატარებული კენჭისყრის შესაჯამებლად სტუდიაში მოვიწვიეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.