აყალბებენ თუ არა არჩევნებს საქართველოში?
მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ გაყალბების მცდელობისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ ასეთი მცდელობა აზრს მოკლებულია, რადგანაც საარჩევნო პროცესს მრავალი თვალი აკვირდება და დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს განზრახ თუ შემთხვევით დაშვებული შეცდომის აღმოჩენა.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" (HRC) შეფასება
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები ძირითადად წყნარ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდა. არჩევნების შესახებ IRI-ის ანგარიში დღეს ჟურნალისტებს გააცნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარკ გრინმა. „შიდა პოლიტიკური დაძაბულობისა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებული მუდმივი ზეწოლის გათვალისწინებით, მისასალმებელი იყო ქართველების მონაწილეობა ამ არჩევნებში...“ - განაცხადა მარკ გრინმა. IRI-ის თანახმად, ანგარიში დამკვირვებელთა 20 ჯგუფის მონაცემებს ეყრდნობა.
ცესკოში ხმების დათვლის პროცესის ჩანაწერი.