09:46
27.10.2013
თბილისის, ვაკის რაიონის N50 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობამ მოიმატა. ხმის მიცემა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, რაიმე სახის ინციდენტი არ დაფიქსირებულა. - გვატყობინებს ხატია ქირია (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
09:40
27.10.2013
თბილისის მე-8 ოლქის N3 უბნის დამკვირვებლის, თამარ გომაჩიძის განცხადებით, "აქტივობა ძალიან მაღალია, ერთი საათის განმავლობაში დაახლოებით ორმოცდაათმა ადამიანმა მისცა ხმა. დარღვევები არ ყოფილა." - გვატყობინებს თამთა ყიფიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
09:24
27.10.2013
თბილისის N28 საარჩევნო უბანში 9:00 საათისათვის უკვე 40-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. - გვატყობინებს ანა ხოშტარია (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
08:21
27.10.2013
რუსთავის N7 საარჩევნო უბანზე უკვე მეორე ამომრჩეველი აძლევს ხმას. - გვატყობინებს თინათინ გეგენავა (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).