Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალების მარში ვაშინგტონისკენ

21 იანვარს ვაშინგტონში ქალთა მასშტაბური მსვლელობა - "ქალთა მარში" - იმართება. აშშ-ის დედაქალაქში ათიათასობით დემონსტრანტი ჩადის. მარში ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ეწყობა. მსგავსი აქციები იმართება მსოფლიოს მრავალ ქალაქში, მათ შორის, თბილისშიც.

ქალების მსვლელობა თბილისში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:12 0:00

ვაშინგტონში ათიათასობით ქალის (სავარაუდოდ 200 000) ჩასვლა ლოგისტიკურ პრობლემებთან არის დაკავშირებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია მგზავრთა გადამყვანი ავტობუსების კომპანიები.

ვაშინგტონის მარშის მხარდასაჭერად მსოფლიოს მთელ რიგ ქალაქებში იმართება მსგავსი აქციები, მათ შორის, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში.

ქალები მთელი შეერთებული შტატებიდან მიემართებიან დედაქალაქ ვაშინგტონში, რათა შეუერთდნენ მასობრივ საპროტესტო მარშს, რომელიც 21 იანვარს იმართება. მარში ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ეწყობა. საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ტრამპს ხშირად აკრიტიკებდნენ ქალების მიმართ მისი დამოკიდებულებისა და საჯარო განცხადებებისთვის. ვაშინგტონის "ქალთა მარშისადმი" სოლიდარობის ნიშნად მსგავსი აქციები ეწყობა შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG