მოსკოვში სასამართლომ გადადო ციხეში გარდაცვლილი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის საქმის განხილვა. ჩვენს გადაცემებში ბევრჯერ გვქონია საუბარი მაგნიტსკიზე - ფონდ „ერმიტიჯ კაპიტალის“ ადვოკატზე, რომელიც 2009 წელს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დააკავეს „ერმიტიჯ კაპიტალთან“ უკანონო გარიგებაში ბრალდების საფუძველზე. თავის მხრივ, მაგნიტსკი კორუფციაში ადანაშაულებდა რუს ოფიციალურ პირებს.
რუსეთში სერგეი მაგნიტსკის წინააღმდეგ შარშან, ანუ მისი სიკვდილის შემდეგ, აღიძრა სისხლის სამართლის ახალი საქმე, გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით. მაგნიტსკის ოჯახი, ადვოკატების განცხადებით, უარს ამბობს სასამართლოსთან თანამშრომლობაზე, რის გამოც სასამართლომ მაგნიტსკის ინტერესების დამცველი ადვოკატების დანიშვნა გადაწყვიტა.
მაგნიტსკისთან ერთად ბრალდებები წაუყენეს საინვესტიციო ფონდ „ერმიტიჯ კაპიტალის“ მფლობელს, უილიამ ბრაუდერს. და თუ მაგნიტსკის სიკვდილის შემდეგ უპირებენ გასამართლებას, ბრაუდერს, რახან ის რუსეთში არ იმყოფება, დაუსწრებლად გაასამართლებენ.
ახლობლები ირწმუნებიან, რომ მაგნიტსკის, რომელიც 37 წლის ასაკში გარდაიცვალა წინასწარი დაკავების იზოლატორში, არ უწევდნენ სათანადო სამედიცინო დახმარებას და არღვევდნენ მის უფლებებს. რაც შეეხება ბრალდების მისთვის, მაგნიტსკისათვის, წაყენების ფაქტს და თან სიკვდილის შემდეგ, ამერიკელი იურისტი, საერთაშორისო სისხლის სამართლისა და ჰუმანიტარული სამართლის ექსპერტი, პროფესორი დევიდ კრეინი განმარტავს:
„სერგეი მაგნიტსკის სიკვდილის შემდეგ გასამართლება - პირველი ასეთი შემთხვევაა თანამედროვე ეპოქაში. ისტორიაში ასეთი რამ იშვიათად მომხდარა. ეს არის ძველისძველი კონცეფცია, რომელიც ხუთ საუკუნეზე მეტია, ხეირიანად არ გამოყენებულა“.
მაგნიტსკის საქმეს აკრიტიკებს „ამნესტი ინტერნეიშნალიც“. ამ ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა, ჯონ დალჰოიზენმა, გასულ კვირაში „ფარსი“ უწოდა მაგნიტსკის გასამართლებას. დალჰოიზენი „სახიფათო პრეცედენტზე“ საუბრობს - ის ხედავს ყურადღების გადატანის მცდელობას იმ პირებისაგან, რომელთა დანაშაულებრივ ქმედებასაც მაგნიტსკი ამხელდა.
როგორც ცნობილია, დეკემბერში აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს მაგნიტსკის სიკვდილთან დაკავშირებული რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ. რამდენად მტკივნეულია ეს საკითხი რუსეთის ხელისუფლებისათვის, გამოჩნდა კანონით, რომელიც რუსეთში დეკემბერშივე მიიღეს ე.წ. „მაგნიტსკის აქტის“ საპასუხოდ: ეს კანონი კრძალავს შეერთებული შტატების მოქალაქეებზე რუსი ბავშვების გაშვილებას.
სიკვდილის შემდეგ მაგნიტსკის გასამართლება ცხადყოფს, რომ მისი საქმე აქტუალობას არ კარგავს. მოსკოვში სასამართლომ ახლა 18 თებერვლისთვის დანიშნა მისი საქმის მოსმენა.