Accessibility links

„კამპანიური ხასიათის ქმედებებით გარემოსდაცვითი პრობლემები არ გვარდება“


27 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო. მანანა ქოჩლაძე, „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელი, მან ილაპარაკა ხაიშში, უკანონო ხე-ტყის ჭრის პრობლემაზე. მანანა ქოჩლაძე გამოეხმაურა ხაიშში სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანას და ადგილობრივი მოსახლეობასთან წარმოშობილ წინააღმდეგობას. მისი თქმით, ხელისუფლების ამგვარი ძალისმიერი რეაგირება ადგილობრივ მოსახლოებაში ნდობას არ აჩენს. ამასთან, მანანა ქოჩლაძის თქმით, ხაიშის გასასვლელში 2015 წლიდან მოყოლებული გარემოს დაცვისა და ფინანსური პოლიციის წარმომადგენელობი დგანან, ისინი ამოწმებენ ყველა მანქანას, შესაბამისად უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაცია ფაქტობრივად წარმოუდგენელია, გარკვეული კორუფციული გარიგებების მიღმა. მანანა ქოჩლაძე თვლის, რომ ხელისუფლების რეაგირება უკანონო ხე-ტყის მოპოვებაზე იყო კამპანიური ხასიათის რაც არ ემსახურება გარემოსდაცვითი პრობლემების გრძელდავიან მოგვარებას.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG