Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალათბურთზე, ჩოგბურთსა და ფეხბურთზე


„მარათონის“ ეს გამოშვება თემატურად მრავალფეროვანია: მასში ვსაუბრობთ თბილისის საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირსა და საქართველოს კალათბურთელ ვაჟთა ნაკრების სამზადისზე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ასპარეზობისთვის; საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ბოლოდროინდელ წარმატებებსა და ჩოგბურთის ფედერაციის წინაშე მდგარ ამოცანებზე; უეფას სუპერთასის თბილისში გამართულ ფინალურ მატჩზე ესპანეთის ორი გუნდის, „ბარსელონისა“ და „სევილიის“ მონაწილეობით; და ბოლოს ევროპის 2014/15 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად მონტე-კარლოში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებაზე. „მარათონის“ მუდმივი წამყვანის, დავით ქლიბაძისა, და მისი კოლეგის, დავით კაკაბაძის სტუმრები არიან საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მეორე მწვრთნელი კოტე ტუღუში, საქართველის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი-უმცროსი და საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი და შესანიშნავი მცოდნე ელიზბარ უბილავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG