Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აუტიზმის ცნობადობა და ხელმისაწვდომი სერვისი


2 აპრილს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო მარი კორკოტაძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“. მან ილაპარაკა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და საქართველოში არსებულ გამოწვევებზე. მისი თქმით, საქართველოში აუტიზმის ცნობადობა იზრდება, დისკრიმინაციის შემთხვევები იკლებს, მაგრამ ამ პროცესში წამყვანი როლი მშობლებს ენიჭებათ. რაც შეეხება სერვისებს, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული პრობლემებია რეგიონებში, თბილისის გარდა, მხოლოდ ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდშია ხელმისაწვდომი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სერვისები. კვლავ პრობლემაა დაფინანსების საკითხი. მარი კორკოტაძის თქმით, მშობლების ინიციატივით იგეგმება აუტიზმის ფონდის "კამპუსის" დაფუძნება, რომელიც მშობელსა და ბავშვზე მიმართულ სერვისებს განავითარებს. ფონდის მიზანია გააძლიეროს მშობლები, მათი თვითადვოკატირების უნარები, რათა რეგიონებში მცხოვრებ მშობლებს შეეძლოთ მათი შვილების საჭიროებებზე მორგებული სერვისების ჩამოყალიბების მიღწევა. აუტიზმის ფონდი „კამპუსი“, ასევე, გადაამზადებს მშობლებს შვილებთან ერთად."კამპუსი" საშუალებას მისცემს ნებისმიერი ასაკისა და ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებულ ბავშვსა და მშობელს მიიღოს შესაბამისი ხარისხიანი სერვისი უფასოდ.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG