მარიამ მაღრაძე მევიოლინეა, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ფილარმონიის ორკესტრში უკრავს და, ამავე დროს, ლონდონში, მუსიკის სამეფო კოლეჯში სწავლობს. „უხილავი ფარდის“ ავტორი და წამყვანი ოქროპირ რუხაძე ოსლოს მუსიკის აკადემიის მაგისტრთან საუბრობს მევიოლინის ხელოვნებაზე, ინსტრუმენტის მნიშვნელობაზე და მასთან მუსიკოსის ურთიერთობაზე, კონცერტისწინა მღელვარებასა და შემსრულებლის პროფესიის ელიტურობაზე.
-
ოქროპირ რუხაძე
ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.