Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტინ ლუთერ კინგისა და ჩვენი დროის უფლებადამცავების „ოცნება“

მარტინ ლუთერ კინგი ვაშინტონში, აბრაამ ლინკოლნის მემორიალთან. 1963 წლის 28 აგვისტო

მარტინ ლუთერ კინგის 50 წლისწინანდელ ისტორიულ გამოსვლას ვაშინგტონში, აბრაამ ლინკოლნის მემორიალთან, საგანგებო ცერემონია მიეძღვნა 28 აგვისტოს.

1963 წელს მარტინ ლუთერ კინგი 250 ათასი ამერიკელის წინაშე გამოვიდა სახელგანთქმული სიტყვით - „ჩემი ოცნებაა“..., რომელშიც შავკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლმა რასებს შორის თანასწორობის თავისი ხედვა გაუზიარა „სამუშაო ადგილებისა და თავისუფლებისთვის ვაშინგტონისკენ სვლის“ მონაწილეებს. 50 წლისთავის აღსანიშნავ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ 50 წლისწინანდელი მსვლელობის მონაწილეთა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ამერიკა უკეთესი ქვეყანა გახდა არა მხოლოდ აფროამერიკელებისთვის, არამედ ყველა უმცირესობისთვის. თუმცა ობამამ ისიც უთხრა შეკრებილებს, - აშშ-ის ორ ყოფილ პრეზიდენტს, მარტინ ლუთერ კინგის ოჯახის წევრებსა და ათასობით დამსწრეს, - რომ 1963 წელს გამოთქმული სურვილები და ოცნებები მთლიანად შესრულებული ჯერ კიდევ არ არის. მარტინ ლუთერ კინგთან ერთად ამ მსვლელობაში მონაწილეობდნენ შავკანიანთა სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათი თავკაცები, სხვა არაერთი სახელგანთქმული უფლებადამცველი და მუსიკოსი, მათ შორის, ბობ დილანი, მაჰალია ჯეკსონი, ჰარი ბელაფონტე და ჯოან ბაეზი. მარტინ ლუთერ კინგი ბოლო გამომსვლელი იყო. მან დააპირა თავდაპირველი ვერსიიდან ამოეღო ამ ორატორული ხელოვნების შედევრის უმთავრესი პასაჟი, რომელიც იწყება სიტყვებით „ჩემი ოცნებაა“, მაგრამ მსვლელობის მონაწილემ, გოსპელისა და სპირიჩუელსის გამოჩენილმა შემსრულებელმა მაჰალია ჯეკსონმა არ დაანება პასტორს ამ ჭეშმარიტად ბიბლიური არსის მქონე სიტყვების გამოტოვება და, თურმე, უკვე ქადაგების დაწყების შემდეგ, შეუძახა: „დოქტორო კინგ, თქვენი ოცნებების შესახებაც გვითხარითო“. და სიტყვა შედგა... გარდა იმისა, რომ აქ მარტინ ლუთერ კინგი თავის ოცნებაზე ლაპარაკობს, ის ხალხს უხსნის, 1963 წელი არა დემოკრატიული ნორმების განხორციელების შედეგი, არამედ დასაწყისი უნდა იყოსო, თეთრკანიანებისა და შავკანიანების რასობრივი სეგრეგაციის დასრულების დასაწყისი.

ამ 17-წუთიანი გამოსვლისას მარტინ ლუთერ კინგი მიმართავს ალუზიებს ძველი და ახალი აღთქმიდან, აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან, ასევე ლინკოლნის სახელგანთქმული გეტისბურგის მიმართვიდან, მისივე მონათა ემანსიპაციის შესახებ განცხადებიდან.

„ჩვენ არ დავკმაყოფილდებით“ - ესაა მარტინ ლუთერ კინგის ფრაზა, რომელიც ემყარება ძველიაღთქმისეულ, ამოს წინასწარმეტყველის ფორმულას: არ ვიქნებით კმაყოფილი, „სანამ წყალივით, დაუწყვეტელი ნაკადულივით არ იდინებს სამართალი და მართლმსაჯულება“. მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლა ერთობ პოპულარული ქადაგებაა. მასში ასევე ბიბლიიდან მომდინარეა, ესაია წინასწარმეტყველს ეკუთვნის სიტყვები: „ყოველი ტაფობი მაღლა აიწევს და ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, ფერდობი დავაკდება და მთაგრეხილები გასწორდება“... ეს არის ჩვენი იმედიო, არწმუნებდა ამერიკელი უფლებადამცავი თავის 250 ათას თანამოქალაქეს 50 წლის წინ ვაშინგტონში.

რადიო თავისუფლებამ ჩვენი მაუწყებლობის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, უფლებადამცავებს მიმართა თხოვნით, ეთქვათ, მარტინ ლუთერ კინგის ანალოგიით, რა არის მათი ოცნება.

რუსეთის ახალგაზრდა უფლებადამცავთა მოძრაობის ლიდერი დმიტრი მაკაროვი რუს აქტივისტებს იურიდიული ხასიათის რჩევებს აძლევს: „ვისურვებდი ისეთ ქვეყანაში მეცხოვრა, სადაც ტერიტორიაზე, სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებზე მეტად მნიშვნელოვანი იქნებოდა კონკრეტული ადამიანის ინტერესები, ისეთი ფასეულობები, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა და ღირსება. ადამიანის უფლებების დაცვის კონცეფცია, რომელსაც მე ვიცავ, ბედნიერებას კი არ ეხება, არამედ მინიმუმს - იმას, რომ ადამიანებმა თავი იგრძნონ ღირსეულად და თავისუფლად. ჩემი ოცნებაა, ეს მინიმუმი განხორციელდეს ჩემს ქვეყანაში“.

რუსი უფლებადამცავისგან განსხვავებული ფილოსოფია აქვს ირანელ იურისტს შირინ ებადის, პირველ მაჰმადიან ქალს, რომელიც ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა. ჩემი ოცნებააო, თქვა მან, „მოხდეს ადამიანთა გულების გლობალიზაცია ისე, რომ ყოველმა მათგანმა იგრძნოს, გაითავისოს სხვისი ტკივილი და დარდი. ვაჭრობისა და ეკონომიკის გლობალიზების ნაცვლად, კაცობრიობის გლობალიზებაა საჭირო!“

თათრეთში, ყაზანში მუშაობს ელვირა ფატიხოვა, რომელიც გვეუბნება, ჟურნალისტი ვარ, არ ვარ უფლებადამცავი - ჩემი ოცნებაა კორუფციისა და ნეპოტიზმისგან თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვროო. მაგრამ მას მხოლოდ ეს არა აქვს საოცნებო, მას სურს ახალგაზრდებს ჰქონდეთ სასწავლებლის დამოუკიდებლად, ნაცნობობის გარეშე არჩევის უფლება და აი, ესეც მისი ოცნებაა: „...ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც ალკოჰოლს ბოროტად არ იყენებენ, სადაც ქალებს შეეძლებათ დატკბნენ თავიანთი დედობით და არ ეშინოდეთ, რომ მათი უმუშევარი ქმარი არაყში ჩაიხრჩობს თავს“.

როცა მარტინ ლუთერ კინგი ადამიანის უფლებებისთვის იბრძოდა, სამყარო სხვაგვარი იყო. დღეს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილ ქვეყნებში პრობლემებიც მსგავსია. მოლდავეთში არასამთავრობო ორგანიზაციაში საქმიანობს ანასტასია დანილოვა, რომელიც სექსუალურ უმცირესობათა უფლებებს იცავს. როცა ის ყველა ადამიანის თანასწორობაზე ლაპარაკობს, არ გულისხმობს კონკრეტულად რასობრივ, რელიგიურ ან სხვა თანასწორობას, არამედ გულისხმობს საყოველთაო თანასწორობას - თანასწორობას, ზოგადად - და ეს მოლდოველი ლესბოსელი სხვა უფლებადამცავების სახელით ამბობს:

„ბევრი უფლებადამცავის ოცნება შეიძლება დავიდეს ერთ ძალიან მცირე, შეიძლება ბანალურ, მაგრამ მაინც დიდებულ ოცნებამდე: ყველა ადამიანს ჰქონდეს თანაბარი უფლებები“ - ასეთი მინდა იყოს მოლდავეთიო.

67 წლისაა ნატაშა კანდიჩი, სერბი უფლებადაცვის აქტივისტი, რომელიც ყოფილ იუგოსლავიაში შერიგების თემითაა დაკავებული. მისი სურვილია ბალკანეთის ომის მსხვერპლთა ვინაობის გარკვევა. ეს ჩემი ოცნებაა და იმედია, „რომ ერთ დღეს ჩვენ, სულ ყველა, ყოფილ იუგოსლავიასა და მსოფლიოში, შევიტყობთ საომარი დანაშაულებისა და ომის მსხვერპლთა სახელებსო“, - ამბობს ის.

ჩემი ოცნებაა „რომ საქართველოში აქტიურ უფლებადაცვით საქმიანობას მალე შეუერთდეს უფლებადამცველთა ახალგაზრდა, კვალიფიციური და ენერგიული თაობა. მაშინ მართლაც ბედნიერი ვიქნებოდიო“, - ამბობს უფლებადამცავი ემილ ადელხანოვი, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც საქართველოს სენს კარგად იცნობს და კადრების, კვალიფიციური ადამიანების ნაკლებობა მიაჩნია იქაურ მთავარ პრობლემად.

აშშ-ის სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ისტორიული მომენტები

1954 წლის 21 მაისს 17 წლის შავკანიანი სტუდენტი, ნათანიელ სტიუარდი გაკვეთილს ჰყვება ვაშინგტონის წმინდა დომინიკის სახელობის სკოლაში. ეს სკოლა ერთ-ერთი პირველი იყო იმ სკოლებს შორის, რომლებშიც შავკანიან და თეთრკანიან მოსწავლეებს ერთად უტარდებოდათ გაკვეთილები. ერთობლივი გაკვეთილების ჩატარება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ისტორიულ საქმეში “ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ” აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო რასობრივი სეგრეგაცია სკოლებში.
1/13 1954 წლის 21 მაისს 17 წლის შავკანიანი სტუდენტი, ნათანიელ სტიუარდი გაკვეთილს ჰყვება ვაშინგტონის წმინდა დომინიკის სახელობის სკოლაში. ეს სკოლა ერთ-ერთი პირველი იყო იმ სკოლებს შორის, რომლებშიც შავკანიან და თეთრკანიან მოსწავლეებს ერთად უტარდებოდათ გაკვეთილები. ერთობლივი გაკვეთილების ჩატარება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ისტორიულ საქმეში “ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ” აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო რასობრივი სეგრეგაცია სკოლებში.
28 აგვისტოს აღინიშნება “ვაშინგტონზე მარშის” 50-ე წლისთავი. მსვლელობა 1963 წელს თავისუფლებისა და დასაქმების მოთხოვნით გამართა აფროამერიკელთა მოძრაობამ. “ვაშინგტონზე მარში” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფროამერიკელთა თანასწორობისთვის ბრძოლის ისტორიაში. 200 000-ზე მეტმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში, რომელშიც მარტინ ლუთერ კინგმა წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა რასობრივი თანასწორობის შესახებ – “მე მაქვს ოცნება”. ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებში 1950-60-იანი წლების სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ზოგიერთი სხვა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ნაჩვენები.
1954 წლის 17 მაისს ადვოკატები თერგუდ მარშალი (ცენტრში), ჯორჯ ჰეისი (მარცხნივ) და ჯეიმს ნებრიტი ზეიმობენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიულ საქმესთან დაკავშირებით – “ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ”. უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სკოლებში რასობრივი სეგრეგაცია. 1967 წელს, თერგუდ მარშალი უზენაესი სასამართლოს პირველი აფროამერიკელი წევრი გახდა.
2/13 1954 წლის 17 მაისს ადვოკატები თერგუდ მარშალი (ცენტრში), ჯორჯ ჰეისი (მარცხნივ) და ჯეიმს ნებრიტი ზეიმობენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიულ საქმესთან დაკავშირებით – “ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ”. უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სკოლებში რასობრივი სეგრეგაცია. 1967 წელს, თერგუდ მარშალი უზენაესი სასამართლოს პირველი აფროამერიკელი წევრი გახდა.
28 აგვისტოს აღინიშნება “ვაშინგტონზე მარშის” 50-ე წლისთავი. მსვლელობა 1963 წელს თავისუფლებისა და დასაქმების მოთხოვნით გამართა აფროამერიკელთა მოძრაობამ. “ვაშინგტონზე მარში” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფროამერიკელთა თანასწორობისთვის ბრძოლის ისტორიაში. 200 000-ზე მეტმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში, რომელშიც მარტინ ლუთერ კინგმა წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა რასობრივი თანასწორობის შესახებ – “მე მაქვს ოცნება”. ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებში 1950-60-იანი წლების სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ზოგიერთი სხვა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ნაჩვენები.
ემეტ ტილი, 14 წლის ჩიკაგოელი ბიჭი, თავის ნათესავებს სტუმრობდა მისისიპიში, როდესაც ის მოიტაცეს, სასტიკად სცემეს, ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს და მდინარეში გადააგდეს. ორმა თეთრკანიანმა თავდამსხელმა სასამართლოში განაცხადა, რომ მათ ტილი იმიტომ მოკლეს, რომ მან თეთკანიან ქალს დაუსტვინა. მხოლოდ თეთრკანიანებისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ისინი გაამართლა. ეს სამოქალაქო უფლებების მოძრაობისთვის განსაკუთრებულად გახმაურებული საქმე გახდა.
3/13 ემეტ ტილი, 14 წლის ჩიკაგოელი ბიჭი, თავის ნათესავებს სტუმრობდა მისისიპიში, როდესაც ის მოიტაცეს, სასტიკად სცემეს, ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს და მდინარეში გადააგდეს. ორმა თეთრკანიანმა თავდამსხელმა სასამართლოში განაცხადა, რომ მათ ტილი იმიტომ მოკლეს, რომ მან თეთკანიან ქალს დაუსტვინა. მხოლოდ თეთრკანიანებისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ისინი გაამართლა. ეს სამოქალაქო უფლებების მოძრაობისთვის განსაკუთრებულად გახმაურებული საქმე გახდა.
28 აგვისტოს აღინიშნება “ვაშინგტონზე მარშის” 50-ე წლისთავი. მსვლელობა 1963 წელს თავისუფლებისა და დასაქმების მოთხოვნით გამართა აფროამერიკელთა მოძრაობამ. “ვაშინგტონზე მარში” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფროამერიკელთა თანასწორობისთვის ბრძოლის ისტორიაში. 200 000-ზე მეტმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში, რომელშიც მარტინ ლუთერ კინგმა წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა რასობრივი თანასწორობის შესახებ – “მე მაქვს ოცნება”. ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებში 1950-60-იანი წლების სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ზოგიერთი სხვა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ნაჩვენები.
სამოქალაქო უფლებების მოძრაობის აქტივისტი, როზა პარკსი მარტინ ლუთერ კინგთან ერთად 1955 წელს. პარკსი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უარი თქვა ავტობუსში თეთრკანიანი მგზარისთვის ადგილის დათმობაზე. მისმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობამ გამოიწვია მონტგომერიში ავტობუსების ბოიკოტის დაწყება –საპროტესტო კამპანიისა, რომელიც ალაბამის შტატის სამოქალაქო ტრანსპორტში არსებული სეგრეგაციის წინააღმდეგ იყო მიმართული.
4/13 სამოქალაქო უფლებების მოძრაობის აქტივისტი, როზა პარკსი მარტინ ლუთერ კინგთან ერთად 1955 წელს. პარკსი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უარი თქვა ავტობუსში თეთრკანიანი მგზარისთვის ადგილის დათმობაზე. მისმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობამ გამოიწვია მონტგომერიში ავტობუსების ბოიკოტის დაწყება –საპროტესტო კამპანიისა, რომელიც ალაბამის შტატის სამოქალაქო ტრანსპორტში არსებული სეგრეგაციის წინააღმდეგ იყო მიმართული.
28 აგვისტოს აღინიშნება “ვაშინგტონზე მარშის” 50-ე წლისთავი. მსვლელობა 1963 წელს თავისუფლებისა და დასაქმების მოთხოვნით გამართა აფროამერიკელთა მოძრაობამ. “ვაშინგტონზე მარში” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფროამერიკელთა თანასწორობისთვის ბრძოლის ისტორიაში. 200 000-ზე მეტმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში, რომელშიც მარტინ ლუთერ კინგმა წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა რასობრივი თანასწორობის შესახებ – “მე მაქვს ოცნება”. ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებში 1950-60-იანი წლების სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ზოგიერთი სხვა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ნაჩვენები.
1956 წელს როზა პარკსი ჟურნალისტთან ერთად ზის ავტობუსის წინა ნაწილში ალაბამის შტატის ქალაქ მონტგომერიში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო ქალაქის სატრანსპორტო საშუალებებში სეგრეგაცია. სასამართლო პროცესი პარკსის და მისი თანამოაზრე აქტივისტების მიერ წამოწყებული ავტობუსების ბოიკოტის შედეგი იყო.
5/13 1956 წელს როზა პარკსი ჟურნალისტთან ერთად ზის ავტობუსის წინა ნაწილში ალაბამის შტატის ქალაქ მონტგომერიში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო ქალაქის სატრანსპორტო საშუალებებში სეგრეგაცია. სასამართლო პროცესი პარკსის და მისი თანამოაზრე აქტივისტების მიერ წამოწყებული ავტობუსების ბოიკოტის შედეგი იყო.
28 აგვისტოს აღინიშნება “ვაშინგტონზე მარშის” 50-ე წლისთავი. მსვლელობა 1963 წელს თავისუფლებისა და დასაქმების მოთხოვნით გამართა აფროამერიკელთა მოძრაობამ. “ვაშინგტონზე მარში” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფროამერიკელთა თანასწორობისთვის ბრძოლის ისტორიაში. 200 000-ზე მეტმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში, რომელშიც მარტინ ლუთერ კინგმა წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა რასობრივი თანასწორობის შესახებ – “მე მაქვს ოცნება”. ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებში 1950-60-იანი წლების სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ზოგიერთი სხვა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ნაჩვენები.
1957 წლის 25 სექტემბერს არკანზასის შტატში, ლიტლ-როკის სკოლასთან ცხრა შავკანიან ბავშვს თან ახლავს აშშ-ის საპარაშუტო ჯარების ჯგუფი. პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა განკარგულება გასცა მთავრობის სამხედრო ძალების მიერ შავკანიან ბავშვთა დაცვის თაობაზე. სამხედრო ძალებს აგრესიული დემონსტრანტებისგან უნდა დაეცვათ შავკანიანი ბავშვები, რომლებმაც “თეთრკანიანთა სკოლაში” დაიწყეს სიარული. არკანზასის შტატის გუბერნატორმა, ორვალ ფობუსმა შტატის არაფორმალურ შენაერთებს უბრძანა შავკანიანი ბავშვები სკოლაში არ შეეშვათ.
6/13 1957 წლის 25 სექტემბერს არკანზასის შტატში, ლიტლ-როკის სკოლასთან ცხრა შავკანიან ბავშვს თან ახლავს აშშ-ის საპარაშუტო ჯარების ჯგუფი. პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა განკარგულება გასცა მთავრობის სამხედრო ძალების მიერ შავკანიან ბავშვთა დაცვის თაობაზე. სამხედრო ძალებს აგრესიული დემონსტრანტებისგან უნდა დაეცვათ შავკანიანი ბავშვები, რომლებმაც “თეთრკანიანთა სკოლაში” დაიწყეს სიარული. არკანზასის შტატის გუბერნატორმა, ორვალ ფობუსმა შტატის არაფორმალურ შენაერთებს უბრძანა შავკანიანი ბავშვები სკოლაში არ შეეშვათ.
28 აგვისტოს აღინიშნება “ვაშინგტონზე მარშის” 50-ე წლისთავი. მსვლელობა 1963 წელს თავისუფლებისა და დასაქმების მოთხოვნით გამართა აფროამერიკელთა მოძრაობამ. “ვაშინგტონზე მარში” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფროამერიკელთა თანასწორობისთვის ბრძოლის ისტორიაში. 200 000-ზე მეტმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში, რომელშიც მარტინ ლუთერ კინგმა წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა რასობრივი თანასწორობის შესახებ – “მე მაქვს ოცნება”. ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებში 1950-60-იანი წლების სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ზოგიერთი სხვა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ნაჩვენები.
1964 წელს აქტივისტი სტუდენტები, რომლებიც ოჰაიოს შტატის დასატოვებლად და მისისიპიში გასამგზავრებლად ემზადებიან შავკანიანი ამომრჩევლების დასარეგისტრირებლად, ხელიხელჩაკიდებულები მღერიან. ამომრჩეველთა რეგისტრაციის კამპანია “თავისუფლების ზაფხულის” სახელით იყო ცნობილი.
7/13 1964 წელს აქტივისტი სტუდენტები, რომლებიც ოჰაიოს შტატის დასატოვებლად და მისისიპიში გასამგზავრებლად ემზადებიან შავკანიანი ამომრჩევლების დასარეგისტრირებლად, ხელიხელჩაკიდებულები მღერიან. ამომრჩეველთა რეგისტრაციის კამპანია “თავისუფლების ზაფხულის” სახელით იყო ცნობილი.
28 აგვისტოს აღინიშნება “ვაშინგტონზე მარშის” 50-ე წლისთავი. მსვლელობა 1963 წელს თავისუფლებისა და დასაქმების მოთხოვნით გამართა აფროამერიკელთა მოძრაობამ. “ვაშინგტონზე მარში” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფროამერიკელთა თანასწორობისთვის ბრძოლის ისტორიაში. 200 000-ზე მეტმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში, რომელშიც მარტინ ლუთერ კინგმა წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა რასობრივი თანასწორობის შესახებ – “მე მაქვს ოცნება”. ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებში 1950-60-იანი წლების სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ზოგიერთი სხვა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ნაჩვენები.
1963 წლის 8 აგვისტოს ნიუ-იორკის მერიის წინ გამართული აქციის დროს შავკანიანი და თეთრკანიანი დემონსტრანტები ერთად იბამენ თავს ჯაჭვით.
8/13 1963 წლის 8 აგვისტოს ნიუ-იორკის მერიის წინ გამართული აქციის დროს შავკანიანი და თეთრკანიანი დემონსტრანტები ერთად იბამენ თავს ჯაჭვით.
28 აგვისტოს აღინიშნება “ვაშინგტონზე მარშის” 50-ე წლისთავი. მსვლელობა 1963 წელს თავისუფლებისა და დასაქმების მოთხოვნით გამართა აფროამერიკელთა მოძრაობამ. “ვაშინგტონზე მარში” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფროამერიკელთა თანასწორობისთვის ბრძოლის ისტორიაში. 200 000-ზე მეტმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში, რომელშიც მარტინ ლუთერ კინგმა წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა რასობრივი თანასწორობის შესახებ – “მე მაქვს ოცნება”. ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებში 1950-60-იანი წლების სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ზოგიერთი სხვა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ნაჩვენები.
1963 წლის 28 აგვისტოს სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი და სასულიერო პირი მარტინ ლუთერ კინგი (მარცხნიდან მესამე) მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობს “ვაშინგტონზე თავისუფლებისა და დასაქმების მოთხოვნით მარშში”. მსვლელობაში 200 000-ზე მეტმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა. კინგმა მარშს “აშშ-ის ისტორიაში თავისუფლების ყველაზე დიდი გამოხატულება” უწოდა.
9/13 1963 წლის 28 აგვისტოს სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი და სასულიერო პირი მარტინ ლუთერ კინგი (მარცხნიდან მესამე) მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობს “ვაშინგტონზე თავისუფლებისა და დასაქმების მოთხოვნით მარშში”. მსვლელობაში 200 000-ზე მეტმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა. კინგმა მარშს “აშშ-ის ისტორიაში თავისუფლების ყველაზე დიდი გამოხატულება” უწოდა.
28 აგვისტოს აღინიშნება “ვაშინგტონზე მარშის” 50-ე წლისთავი. მსვლელობა 1963 წელს თავისუფლებისა და დასაქმების მოთხოვნით გამართა აფროამერიკელთა მოძრაობამ. “ვაშინგტონზე მარში” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფროამერიკელთა თანასწორობისთვის ბრძოლის ისტორიაში. 200 000-ზე მეტმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში, რომელშიც მარტინ ლუთერ კინგმა წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა რასობრივი თანასწორობის შესახებ – “მე მაქვს ოცნება”. ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებში 1950-60-იანი წლების სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ზოგიერთი სხვა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ნაჩვენები.
“ვაშინგტონზე მარშისას” აქტივისტები აშშ-ის კონგრესის შენობიდან ლინკოლნის მემორიალისკენ მიემართებიან.
10/13 “ვაშინგტონზე მარშისას” აქტივისტები აშშ-ის კონგრესის შენობიდან ლინკოლნის მემორიალისკენ მიემართებიან.
28 აგვისტოს აღინიშნება “ვაშინგტონზე მარშის” 50-ე წლისთავი. მსვლელობა 1963 წელს თავისუფლებისა და დასაქმების მოთხოვნით გამართა აფროამერიკელთა მოძრაობამ. “ვაშინგტონზე მარში” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფროამერიკელთა თანასწორობისთვის ბრძოლის ისტორიაში. 200 000-ზე მეტმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში, რომელშიც მარტინ ლუთერ კინგმა წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა რასობრივი თანასწორობის შესახებ – “მე მაქვს ოცნება”. ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებში 1950-60-იანი წლების სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ზოგიერთი სხვა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ნაჩვენები.
აშშ-ის პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი ხელს ართმევს მარტინ ლუთერ კინგს მას შემდეგ, რაც 1964 წლის 2 ივლისს ჯონსონმა თეთრ სახლში ხელი მოაწერა კანონს სამოქალაქო უფლებების შესახებ. 
11/13 აშშ-ის პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი ხელს ართმევს მარტინ ლუთერ კინგს მას შემდეგ, რაც 1964 წლის 2 ივლისს ჯონსონმა თეთრ სახლში ხელი მოაწერა კანონს სამოქალაქო უფლებების შესახებ. 
28 აგვისტოს აღინიშნება “ვაშინგტონზე მარშის” 50-ე წლისთავი. მსვლელობა 1963 წელს თავისუფლებისა და დასაქმების მოთხოვნით გამართა აფროამერიკელთა მოძრაობამ. “ვაშინგტონზე მარში” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფროამერიკელთა თანასწორობისთვის ბრძოლის ისტორიაში. 200 000-ზე მეტმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში, რომელშიც მარტინ ლუთერ კინგმა წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა რასობრივი თანასწორობის შესახებ – “მე მაქვს ოცნება”. ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებში 1950-60-იანი წლების სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ზოგიერთი სხვა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ნაჩვენები.
კორეტა სკოტ კინგი (მარჯვნიდან მეხუთე) სათავეში უდგას „მარშს მემფისზე“ 1968 წლის 9 აპრილს მას მერე, რაც ხუთი დღით ადრე მისი მეუღლე, მარტინ ლუთერ კინგი, ტენესის შტატის ქალაქ მემფისში იქნა მოკლული. კორეტასგან მარჯვნივ დგას წყვილის შვილი, იოლანდა თავის ძმებთან, მარტინთან და დექსტერთან ერთად.
12/13 კორეტა სკოტ კინგი (მარჯვნიდან მეხუთე) სათავეში უდგას „მარშს მემფისზე“ 1968 წლის 9 აპრილს მას მერე, რაც ხუთი დღით ადრე მისი მეუღლე, მარტინ ლუთერ კინგი, ტენესის შტატის ქალაქ მემფისში იქნა მოკლული. კორეტასგან მარჯვნივ დგას წყვილის შვილი, იოლანდა თავის ძმებთან, მარტინთან და დექსტერთან ერთად.
28 აგვისტოს აღინიშნება “ვაშინგტონზე მარშის” 50-ე წლისთავი. მსვლელობა 1963 წელს თავისუფლებისა და დასაქმების მოთხოვნით გამართა აფროამერიკელთა მოძრაობამ. “ვაშინგტონზე მარში” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფროამერიკელთა თანასწორობისთვის ბრძოლის ისტორიაში. 200 000-ზე მეტმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში, რომელშიც მარტინ ლუთერ კინგმა წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა რასობრივი თანასწორობის შესახებ – “მე მაქვს ოცნება”. ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებში 1950-60-იანი წლების სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ზოგიერთი სხვა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ნაჩვენები.
1968 წლის 19 ივნისს ხალხი შეიკრიბა “ღატაკთა მარშზე” ვაშინგტონში. „ღატაკთა კამპანია“ 1968 წელს იყო ორგანიზებული მარტინ ლუთერ კინგისა და სამხრეთელ ქრისტიანთა ხელმძღვანელობის კონფერენციის მიერ. ისინი ამერიკის საზოგადოების ყველაზე ღატაკი ნაწილისთვის ეკონომიკურ დახმარებას ითხოვდნენ. ეს კამპანია 1968 წლის აპრილში, კინგის მკვლელობის შემდეგ, ახალი ხელმძღვანელობით ქვეშ გაგრძელდა.
13/13 1968 წლის 19 ივნისს ხალხი შეიკრიბა “ღატაკთა მარშზე” ვაშინგტონში. „ღატაკთა კამპანია“ 1968 წელს იყო ორგანიზებული მარტინ ლუთერ კინგისა და სამხრეთელ ქრისტიანთა ხელმძღვანელობის კონფერენციის მიერ. ისინი ამერიკის საზოგადოების ყველაზე ღატაკი ნაწილისთვის ეკონომიკურ დახმარებას ითხოვდნენ. ეს კამპანია 1968 წლის აპრილში, კინგის მკვლელობის შემდეგ, ახალი ხელმძღვანელობით ქვეშ გაგრძელდა.
28 აგვისტოს აღინიშნება “ვაშინგტონზე მარშის” 50-ე წლისთავი. მსვლელობა 1963 წელს თავისუფლებისა და დასაქმების მოთხოვნით გამართა აფროამერიკელთა მოძრაობამ. “ვაშინგტონზე მარში” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფროამერიკელთა თანასწორობისთვის ბრძოლის ისტორიაში. 200 000-ზე მეტმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში, რომელშიც მარტინ ლუთერ კინგმა წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა რასობრივი თანასწორობის შესახებ – “მე მაქვს ოცნება”. ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებში 1950-60-იანი წლების სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ზოგიერთი სხვა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ნაჩვენები.
Previous slide
Next slide
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

კატეგორიები
XS
SM
MD
LG