ელის თუ არა ვეტო „მაუწყებლის შესახებ“ კანონს?
„დაედოს ვეტო კანონპროექტს „მაუწყებლის შესახებ“ - ამ მოთხოვნით შეხვდნენ 18 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიაექსპერტები და კერძო ტელევიზიების ხელმძღვანელები და პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მხარდაჭერილი კანონის საწინააღმდეგო არგუმენტები გააცნეს. ყველაზე მწვავე კრიტიკა საზოგადოებრივ მაუწყებელში კომერციული რეკლამის გაჩენას უკავშირდება. კანონის მოწინააღმდეგენი ფიქრობენ, რომ არ შეიძლება ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ტელევიზიას ჰქონდეს იმაზე მეტი ფული, ვიდრე ყველა ტელევიზიას, ერთად აღებულს. ასე არ ფიქრობს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა. პრეზიდენტმა 18 დეკემბერს ცალკე შეხვედრაზე მათი პოზიციაც მოისმინა.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“